ადელის ფანმა საცოლეს ხელი მომღერლის კონცერტზე სთხოვა

ადელის ფანმა საცოლეს ხელი მომღერლის კონცერტზე სთხოვა

ბრიტანელი პოპვარსკვლავი ადელი თავის ფანს საცოლისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა. ამის შესახებ The Washington Post წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა მოულოდნელად გამოსვლა შეწყვიტა და მსმენელს გაჩუმება სთხოვა. ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა, სახელად კევინმა სცენაზე თვალებახვეული შეყვარებული გაიყვანა, შემდეგ სახვევი მოხსნა, დაჩოქა და ხელი სთხოვა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა, ადელმა კი წყვილს ცნობილი ჰიტი Make You Feel My Love მიუძღვნა.