ინდოელმა ქალმა, წერა-კითხვა 104 წლისამ ისწავლა

ინდოელმა ქალმა, წერა-კითხვა 104 წლისამ ისწავლა

სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც მშობლებმა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა და წერა-კითხვა ესწავლა, – ქალის შესახებ BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.

„მინდოდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან არასდროს მივლია სკოლაში“, – ამბობს104 წლის ქალი.

ცოტა ხნის წინ, ქალმა გადაწყვიტა, წერა-კითხვა ესწავლა, დაიწყო მასწავლებელთან მომზადება და შვილიშვილების წიგნების კითხვა.

მან წერა-კითხვის ტესტი შთამბეჭდავი შედეგით ჩააბარა – 100-დან 89 ქულა მიიღო.