ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი ოსკარის ლონგლისტში მოხვდა

ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი ოსკარის ლონგლისტში მოხვდა

ლევან კოღუაშვილის დრამა მეოთხე ბრაიტონი ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების, ოსკარის ლონგლისტში მოხვდა.

ფილმის ქართული პრემიერა 5 დეკემბერს, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. მეოთხე ბრაიტონის მთავარი გმირი ყოფილი მოჭიდავე კახია, რომელიც ნიუ-იორკში შვილის მოსანახულებლად მიემგზავრება. ბრაიტონში ჩასვლისთანავე კახი ეცნობა ქართველი ემიგრანტების მძიმე და ერთფეროვან ყოფას. სურათში ასევე მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა, ირაკლი კავსაძე. უკანასკნელი როლი შეასრულა კახი კავსაძემ, ფილმი დიდი მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.

სურათს კოტბუსისა და ტრაიბეკას კინოფესტივალის არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

ქართული ფილმის გარდა კინოაკადემიის ჩამონათვალში 93 ნამუშევარი, მათ შორის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ტიტანიუმი, იოაკიმ ტრიერის ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში, ასგჰარ ფარადის გმირი, რიუსუკე ჰამაგუტის ჩემი მანქანა მოხვდა.

15 ფილმისგან შედგენილი შორტლისტი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდება. საბოლოო ხუთი ნომინანტის ვინაობა 2022 წლის 8 თებერვალს გახდება ცნობილი.

მეოთხე ბრაიტონი საქართველოს კინოთეატრებში 23 დეკემბერს გამოვა.