ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა“ დაასახელა

ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა“ დაასახელა

ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად „სად მიდიხარ, აიდა?“ (Quo Vadis, Aida?) აღიარა.

ფილმის რეჟისორი იასმილა ჟბანიჩი წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი იასნა ჯურიჩიჩი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.

ფილმი თარჯიმან აიდაზე მოგვითხრობს, რომელიც ბალკანეთში 1995 წლის კონფლიქტის დროს თავისი ოჯახის გადარჩენას ცდილობს. ფილმი ბოსნიის, ავსტრიის, რუმინეთის, ნიდერლანდების, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და თურქეთის ერთობლივი პროექტია. ის ოსკარზეც არის წარდგენილი „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში.