ტომ კრუზმა შეუსრულებელი მისიის გადამღებ ჯგუფს 300 ტორტი გაუგზავნა

ტომ კრუზმა შეუსრულებელი მისიის გადამღებ ჯგუფს 300 ტორტი გაუგზავნა

შეუსრულებელი მისიის მერვე ნაწილზე მუშაობისას, მთავარი როლის შემსრულებელმა, ტომ კრუზმა, Daily Mail-ის ინფორმაციით, მსახიობმა გადამღებ ჯგუფს 300 ტორტი გაუგზავნა.

მსახიობმა ლოს-ანჯელესიდან, საყვარელ საცხობში გამომცხვარი ტკბილეული, დიდ ბრიტანეთში პირადი თვითმფრინავით გააგზავნა. სიურპრიზის გაკეთება ოსკარის ნომინანტ მსახიობს რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

“ექსტრავაგანტული საქციელია, მაგრამ ტომი ძალიან ხელგაშლილი ადამიანია, მას უნდოდა ესიამოვნებინა ფილმზე მომუშავე ადამიანებისთვის”. – ამბობს გადამღები ჯგუფის ერთ ერთი წევრი.

შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ნაწილი 2022 წელს გამოვა. ამ დროისთვის კრუზი მძაფრსიუჟეტიანი ფრენჩაიზის მერვე ინსტალაციაზე მუშაობს, რომლის პრემიერა 2023 წელს არის დაგეგმილი.