Louis Vuitton-მა ვირჯილ აბლოს უკანასკნელი კოლექცია წარმოადგინა

Louis Vuitton-მა ვირჯილ აბლოს უკანასკნელი კოლექცია წარმოადგინა

Louis Vuitton-მა ვირჯილ აბლოს უკანასკნელი Pre-Fall კოლექცია წარმოადგინა, რომელიც დიზაინერმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა.

ახალ კოლექციაში ცისფერი, ნაცრისფერი და იასამნისფერი ტონალობები სჭარბობს. ღია ფერის კლასიკურ კოსტიუმებს დიზაინერმა მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური აქსესუარები, ფეხსაცმელი, ქუდები და ხელჩანთები შეუსაბამა.

ამერიკელი დიზაინერი 28 ნოემბერს, გულის ანგიოსარკომით გარდაიცვალა.