კანიე უესტი: მალე ყველა ჩემს სახლს ეკლესიებად გადავაკეთებ

კანიე უესტი: მალე ყველა ჩემს სახლს ეკლესიებად გადავაკეთებ

რეპერმა კანიე უესტმა კაპიტალიზმი გააკრიტიკა. ამის შესახებ გამოცემა Complex წერს.

„ჩვენზე კაპიტალიზმი ბატონობს და ეს ჩვენ გვკლავს. დროა, ეს საშინელი წყობა შევცვალოთ. ერთი წლის შემდეგ მე ყველა ჩემს სახლს ეკლესიად გადავაკეთებ, სადაც ყველა გაჭირვებულს შეეძლება დახმარების მიღება,“-განაცხადა მუსიკოსმა.