მექსიკაში ცნობილი მოდელი მოკლეს

მექსიკაში ცნობილი მოდელი მოკლეს

მექსიკის ქალაქ კუერნავაკაში ცნობილი მოდელი ტანია მენდოსა მოკლეს. 42 წლის მოდელს სპორტულ მოედანთან დაესხნენ თავს, სადაც მისი 11 წლის ვაჟი ფეხბურთს თამაშობდა.

მძიმედ დაჭრილი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. სამოდელო კარიერასთან ერთად ტანია მენდოსა მსახიობობით და სიმღერითაც იყო დაკავებული.

მას ისეთ ცნობილ მექსიკურ ფილმებში აქვს ნათამაშები, როგორიცაა „შენი სიყვარულის ფასი,“ „სამხრეთის დედოფალი“ და „ტერორი მუზეუმში.“ ტანია მენდოსას 5 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი.