რეპერი Kangol Kid-ი გარდაიცვალა

რეპერი Kangol Kid-ი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეპერი, ჯგუფ UTFO-ს წევრი Kangol Kid-ი  55 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა.

მსხვილი ნაწლავის კიბო მას 10 თვის წინ დაუდგინეს.  Kangol Kid-ის ნამდვილი სახელი შონ შილერ ფაკერია, მეტსახელი Kangol Kid მან ბერეტების მწარმოებელი კომპანიის, Kangol-ის პატივსაცემად დაირქვა.

საზოგადოებაში ის ხშირად სწორედ ამ ბრენდის ბერეტებით ჩნდებოდა. მისმა ჯგუფმა UTFO-მ პოპულარობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მოიპოვა.

1987 წელს გამოშვებული ალბომი Lethal წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ნამუშევრად აღიარეს.