ბროდვეის მიუზიკლების ვარსკვლავი სალი ენ ჰოუსი გარდაიცვალა

ბროდვეის მიუზიკლების ვარსკვლავი სალი ენ ჰოუსი გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს ცნობილი ვარსკვლავი სალი ენ ჰოუსი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

მსახიობმა კარიერა ლონდონში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 50-იან წლებში ის სამუშაოდ ნიუ იორკში გაემგზავრა და ბროდვეის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

საყოველთაო აღიარება მას მიუზიკლმა „ჩემი მშვენიერი ლედი“ მოუტანა, სადაც ელიზა დულიტლი განასახიერა.