ამერიკელი საკულტო მწერალი ჯოან დიდიონი გარდაიცვალა

ამერიკელი საკულტო მწერალი ჯოან დიდიონი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი ჯოან დიდიონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადების მძიმე ფორმა გახდა.

ჟურნალისტური კარიერა ჯოან დიდიონმა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული გამოცემების, Life, The Saturday Evening Post, The New York Times Magazine და Esquire-სთვის წერდა.

მსოფლიო აღიარება მას რომანებმა „ითამაშე, როგორც დაწერილია,“ „ბოლო რამ, რაც მას სურდა“ და „თეთრი ალბომი“ მოუტანა.

2005 წელს გამოცემული მისი მემუარები „მაგიური აზროვნების წელი“ ბესტსელერად იქცა. ჯოან დიდიონი რამდენიმე ცნობილი ფილმის („პანიკა ნიდლ-პარკში,“ „ვარსკვლავი დაიბადა,“ „აღსარების საუდუმლოებანი“) ავტორია.