არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოყვა

არნოლდ შვარცნეგერი ავარიაში მოყვა

მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ლოს ანჯელესში ავარიაში მოყვა. ავარია პარასკევს, 21 იანვარს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეჯახების შედეგად, თავად მსახიობი არ დაშავებულა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას არავინ დაუკავებია. ავარიის მიზეზად ალკოჰოლით ან ნარკოტიკული ნივთიერებით თრობას გამორიცხავენ.