ელტონ ჯონს კოვიდი დაუდასტურდა – გაუქმებულია კონცერტები

ელტონ ჯონს კოვიდი დაუდასტურდა – გაუქმებულია კონცერტები

ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „Daily Mail“ იტყობინება. კოვიდის გამო, მუსიკის ლეგენდის ორი კონცერტი დალასში, ტეხასის შტატში, გაუქმდა.

‘’ელტონი სრულად არის ვაქცინირებული და მიღებული აქვს ბუსტერ დოზაც, ამჟამად მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს გრძნობს“, – ნათქვამია 74 წლის მომღერლის მენეჯმენტის განცხადებაში.

ელტონ ჯონი დარწმუნებულია, რომ ვირუსს მალე მოიხდის და მომდევნო ამ შაბათ-კვირას კვლავ შეძლებს არკანზასში კონცერტების გამართვას.