პარაგვაიში 29 წლის მოდელი მოკლეს

პარაგვაიში 29 წლის მოდელი მოკლეს

პარაგვაიში ჩატარებული ხაუმინას მუსიკალური ფესტივალზე შეიარაღებულმა უცნობებმა კონცერტის მსვლელობისას ცეცხლი გახსნეს, რასაც ორი ადამიანის, მათ შორის პარაგვაელი მოდელის, კრისტინა ვიტა არანდას სიცოცხლე შეეწირა.

29 წლის არანდა პარაგვაიში პოპულარული მოდელი, ფიტნესის ინსტრუქტორი და სოციალური მედიის ინფლუენსერი იყო. მისი ქმარი ივან ტორესი პარაგვაის ნაკრებისა და კლუბ ოლიმპიას ნახევარმცველია. წყვილს სამი შვილი ჰყავს.