ჯასტინ ბიბერის წვეულება სროლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ჯასტინ ბიბერის წვეულება სროლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

სინამდვილეში, პარაკსევს ჰოლივუდში ჯასტინ ბიბერის წვეულება ალკოჰოლისა და ამერიკული მოლხენის ფონზე უნდა წარმართულიყო, ამის ნაცვლად ფართიზე სროლის ხმა ისმოდა, დაიღვარა სისხლიც არიან დაჭრილები.

დაახლოებით დილის 2:45 წუთზე, ბიბერის წვეულების სტუმრები, რეპერები კოდაკ ბლექი, გუნა ( Gunna) და ლილ ბეიბი (Lil Baby) ლოს ანჯელესის ცენტრში The Nice Guy-ის წინ, ჩხუბში ჩაებნენ. კოდაკი უცნობს დაარტყა – რასაც სროლები მოჰყვა.

პოლიციის ცნობით, ათზე მეტჯერ გაისროლეს.

სამი ადამიანი დაჭრა, ამ დროისათვის, ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან დაშავებულები. ერთი რამ ცხადია: ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიცია მსროლელს ამ დრომდე ეძებს.

როგორც ამბობენ, კამათი კოდაკ ბლექის ნაცნობმა დაიწყო.

სროლამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიბერმა კონცერტი გამართა დასავლეთ ჰოლივუდში, Pacific Design Center-ში.

აფთაფართის მაფიის ფილმებით შთაგონებულ Nice Guy-ს კლუბში დრეიკი, ლეონარდო დიკაპრიო, ტობი მაგუაირი, კენდალ ჯენერი და კლოი კარდაშიანი ესწრებოდნენ.