ნაომი კემბელი შვილთან ერთად ბრიტანული Vogue-ის ყდაზე – ,,ბევრს ჰგონია, რომ ის აყვანილია”

ნაომი კემბელი შვილთან ერთად ბრიტანული Vogue-ის ყდაზე – ,,ბევრს ჰგონია, რომ ის აყვანილია”

51 წლის ბრიტანელი უპერმოდელის ნაომი კემბელის უახლეს ფოტოსესიას ბრიტანული Vogue-ი აქვეყნებს. სუპერმოდელი ბრიტანული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანზე იქნება.

ვარსკვლავი ასევე გულახდილად საუბრობს ქალიშვილის შესახებ:

,,ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ის აყვანილია, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილია. ის ყველაზე კარგი რამაა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რომ ვოცნებობდი გავმხდარიყავი მშობელი, თუმცა ჩემს გარშემო არიან ისეთები, რომლებმაც დიდი ხნის წინ იცოდნენ, რომ ბავშვის ყოლას ვაპირებდი. ის ძალიან საყვარელი გოგონაა, ძალიან უყვარს ძილი, იშვიათად ტირის და ალბათ ძალიან მალე ლაპარაკსაც დაიწყებს”, – ამბობს სუპერმოდელი.