დღეს ყველა დიზაინერი იმას ქმნის, რაც მოსწონს – ირაკლი რუსაძე

დღეს ყველა დიზაინერი იმას ქმნის, რაც მოსწონს – ირაკლი რუსაძე

,,მართალია, 2022 წელი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ პარიზში უკვე შეიმჩნევა მოდის ახალი ტენდენციები”, – ამის შესახებ დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ ჟურნალ ,,გზას” განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ყველა დიზაინერი იმას ქმნის, რაც მოსწონს.

,,პარიზი მოდის დედაქალაქია და არც არის გასაკვირი, რომ იქ უკვე ყველაფერი იგრძნობა ქუჩაშიც და ყველა სივრცეშიც. როგორც მოგახსენეთ, დღეს ყველა დიზაინერი იმას ქმნის, რაც მოსწონს და კონკრეტული ფერთა პალიტრისგანაც თავისუფლები არიან.

ვფიქრობ, ჩვენთან, პანდემიიდან გამომდინარე, უფრო მძიმე ვითარებაა. ვირუსის ამდენი შემთხვევაა, ამდენი გარდაცვალება და ახლა მოდის ტენდენციებზე ხალხი ნაკლებად ფიქრობს. ყველაფერი ჩაკეტილია, ივენთები ნაკლებად ეწყობა, მოდის კვირეულები მეორე სეზონია, გადადებულია. მხოლოდ პანდემია კი არა, მატერიალური სიდუხჭირეც დიდ გავლენას ახდენს და ხალხი ჩაცმულობაზე ნაკლებად აკეთებს აქცენტს”, განაცხადა დიზაინერმა.