ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ გადასაღებ მოედანზე ტვინის შერყევა მიიღო

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ გადასაღებ მოედანზე ტვინის შერყევა მიიღო

სამეფო კარის თამაშებში ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ, ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე ტვინის შერყევა მიიღო.

Netflix-ის ფილმში Against The Ice დანიელი მსახიობი მკვლევარს თამაშობს, რომელიც მეწყვილესთან ერთად გრენლანდიაში მიემგზავრება. ერთ-ერთ სცენაში კოსტერ-ვალდაუს პერსონაჟს პოლარულ დათვთან ბრძოლა უწევს. დათვის როლს ისლანდიელი ძიუდოისტი ასრულებდა, ბრძოლის სცენის გადაღების დროს მსახიობმა თავი მიარტყა და ტვინის შერყევა მიიღო.