„მოსკოვის ავტობუსის გაჩერებასთან ვიჯდები და დაველოდები ამ  უგუნურების დასასრულს“ – თეონა კონტრიძე

„მოსკოვის ავტობუსის გაჩერებასთან ვიჯდები და დაველოდები ამ უგუნურების დასასრულს“ – თეონა კონტრიძე

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე უკრაინას მხარს უჭერს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მორჩა, სახუმაროდ საქმე აღარ გვაქვს… ომი უკრაინასთან დაიწყო…((( ჩვენ არავინ მოგვისმინა… და არც არავინ შეგვეკითხა რამეს! დილის 7 საათიდან ვბღავი. პარალიზებული ვარ. მეშინია ჩემი საყვარელი კიეველი, ოდესელი, ლვოველი, დნეპრელი, ხარკოველი, ივანო-ფრანკოვსკელი, ჩერნოვცელი, ზაპოროჟიელი, პოლტაველი… მეგობრების გამო… რომლებიც ბევრი მყავს, მათ ვაღმერთებ და ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს, ისინი მტრებად აღვიქვა. თქვენ ჩემი მეგობრები იყავით, ხართ და იქნებით.

ძალა არ მაქვს, ქართული სადღეგრძელო გითხრათ. უკეთესია, შემოვბრუნდე ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ხატის წინაშე და შევევედრო, შეაჩეროს ეს ძმათამკვლელი ომი. მოსკოვის ავტობუსის გაჩერებასთან ვიჯდები და დაველოდები ამ  უგუნურების დასასრულს. საშინელებაა!“, – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.