ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია – ნანი ბრეგვაძე

ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია – ნანი ბრეგვაძე

„ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. თქვენ დღეს იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის!

ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენს გვერდით ვართ“, – ამის შესახებ ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრეგვაძე უკრაინას მხადაჭერას უცხადებს.

„ჩემო ძვირფასო, საყვარელო უკრაინელებო! მთელი მსოფლიოსთვის გმირობის მაგალითი ხართ! თქვენ თითოეულ ჩვენგანს გვაჩვენეთ, როგორ უნდა გიყვარდეს და იცავდე საკუთარ ქვეყანას აგრესორებისგან.

ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. თქვენ დღეს იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის! ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენს გვერდით ვართ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!”, – წერს ნანი ბრეგვაძე