Gucci, Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen – დასავლური ბრენდები რუსეთს ტოვებენ

Gucci, Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen – დასავლური ბრენდები რუსეთს ტოვებენ

Gucci, Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen, Brioni, Boucheron, Pomellato, Dodo, Qeelin, Ulysse Nardin და Girard-Perregaux – დასავლური ბრენდები რუსეთს ტოვებენ.

Kering Group-მა, რომელიც აერთიანებს უამრავ ძვირადღირებულ ბრენდს, მათ შორის Gucci-ს, Balenciaga-სა და Yves Saint Laurent-ს, რუსეთში თავისი მაღაზიების დახურვის შესახებ გამოაცხადა.

“ევროპაში არსებული ვითარების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კერინგი დროებით ხურავს თავის სახლების მაღაზიებს, რომლებსაც ჯგუფი უშუალოდ ოპერირებს ქვეყანაში. Kering და მისი სახლები გააგრძელებენ ადგილობრივი გუნდების მხარდაჭერას და ყურადღებით დააკვირდებიან სიტუაციის განვითარებას.” ნათქვამია განცხადებაში.

Kering ჯგუფი 1962 წელს დაარსდა და მოიცავს ბრენდებს Gucci, Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen, Brioni, Boucheron, Pomellato, Dodo, Qeelin, Ulysse Nardin და Girard-Perregaux.