Louis Vuitton და Chanel რუსეთში მაღაზიებს ხურავენ

Louis Vuitton და Chanel რუსეთში მაღაზიებს ხურავენ

ფრანგული მოდის სახლები Louis Vuitton, Hermes და Chanel რუსეთში თავიანთ ბუტიკებს ხურავენ. მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ცივსისხლიანი ომია.

როგორც Agence France-Presse-ს Louis Vuitton-ის წარმომადგენელმა განუცხადა, 6 მარტიდან რუსეთში 124 მაღაზია დაიხურება.

მანამდე ფრანგულმა მოდის სახლმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო.

„სამწუხაროდ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით დავხუროთ ჩვენი მაღაზიები რუსეთში და შევაჩეროთ ყველა კომერციული საქმიანობა 4 მარტიდან“, – ნათქვამია თავის მხრივ Hermes-ის განცხადებაშიც.