Pink Floyd რუსეთსა და ბელარუსში ყველა მუსიკალური პლატფორმიდან თავის ჩანაწერებს შლის

Pink Floyd რუსეთსა და ბელარუსში ყველა მუსიკალური პლატფორმიდან თავის ჩანაწერებს შლის

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი Pink Floyd რუსეთსა და ბელარუსში ყველა მუსიკალური პლატფორმიდან თავის ჩანაწერებს შლის. ინფორმაცია ჯგუფის TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. 

“მსოფლიოსთან ერთად, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, Pink Floyd-ის პროდუქცია 1987 წლიდან და დევიდ გილმორის ყველა სოლო ჩანაწერი დღეიდან წაიშლება ყველა ციფრული მუსიკის პროვაიდერებიდან რუსეთსა და ბელარუსში”.- აღნიშნულია განცხადებაში.