„სამწუხაროდ, რამდენიმე წელი ვმუშაობდი პირველ არხზე და ვიყავი დაკავებული კრემლის პროპაგანდით” – მარინა ოვსიანნიკოვა

„სამწუხაროდ, რამდენიმე წელი ვმუშაობდი პირველ არხზე და ვიყავი დაკავებული კრემლის პროპაგანდით” – მარინა ოვსიანნიკოვა

14 მარტის საღამოს რუსეთის პირველ არხზე მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროს, რომელიც ეკატერინე ანდრეევას მიყავდა, პირდაპირ ეთერში მარინა ოვსიანნიკოვა პლაკატით შევიდა.

პლაკატზე ეწერა – NOWAR (არა ომი).

მარინა ოვსიანნიკოვა არის რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, ორი შვილის დედა და ცხოვრობს მოსკოვში.

„ჩვენ ჩუმად ვუყურებთ ამ არაადამიანურ რეჟიმს. ახლა კი მთელი მსოფლიო გვიშორებს და მომდევნო 10 თაობა ვერ ჩამოირეხცავს ამ სირცხვილს, ძმათამკვლელი ომის სირცხვილს. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის მხრებზეა: ვლადიმერ პუტინის მხრებზე.’’

„სამწუხაროდ, რამდენიმე წელი ვმუშაობდი პირველ არხზე და ვიყავი დაკავებული კრემლის პროპაგანდით, ახლა ძალიან მცხვენია ამის. სირცხვილია, რომ ტელეეკრანიდან მოტყუების უფლება მომცეს. სირცხვილია, რომ მან დაუშვა რუსი ხალხის ზომბირება. ჩვენ ჩუმად ვიყავით 2014 წელს, როცა ის ჯერ კიდევ იწყებოდა. ჩვენ პროტესტის ნიშნად არ გამოვედით, როდესაც კრემლმა მოწამლა [ოპოზიციის ლიდერი ალექსეი] ნავალნი“, – თქვა ოვსიანნკოვამ.