,,მე ყოველთვის ჩემს დაზე უშნო ვიყავი” – ბელა ჰადიდი ამერიკული „ვოგის“ გარეკანზე

,,მე ყოველთვის ჩემს დაზე უშნო ვიყავი” – ბელა ჰადიდი ამერიკული „ვოგის“ გარეკანზე

ბელა ჰადიდი ამერიკული „ვოგის“ აპრილის გარეკანზეა. გამოცემასთან მოდელმა პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა.

„ვისურვებდი, ცხვირი არ შემეცვალა, ასაკთან ერთად მას მივეჩვეოდი… თუმცა ფილერები არასდროს გამიკეთებია. მე ყოველთვის ჩემს დაზე უშნო ვიყავი. შავგვრემანი გოგო, რომელიც ისეთი კარგი და კომუნიკაბელური არ იყო, როგორიც ჯიჯი. სწორედ ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ სხვებს ჩემზე. სამწუხაროდ, როდესაც თინეიჯერი ხარ, ხშირად იმას იჯერებ, რასაც გეუბნებიან“, – განაცახდა მოდელმა.