რუსი მოდელი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ,,ფსიქოპათს” უწოდებდა, ჩემოდანში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი მოდელი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ,,ფსიქოპათს” უწოდებდა, ჩემოდანში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი მოდელი, რომელიც ვლადიმერ პუტინს “ფსიქოპათს” უწოდებდა, ჩემოდანში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Nypost ავრცელებს ინფორმაციას.

23 წლის გრეტა ვედლერი პუტინის საწინააღმდეგო გამოხმაურების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ერთი წლის წინ გაუჩინარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

„ვედლერის ყოფილმა პარტნიორმა, 23 წლის დიმიტრი კოროვინმა ახლა აღიარა, რომ დაახრჩო ის, სანამ ლიპეცკის ოლქში 300 მილის მანძილზე გაემგზავრებოდა და ცხედარს მანქანის საბარგულში მიატოვებდა“, – წერს Daily Star.

კოროვინმა უთხრა ხელისუფლებას, რომ სამი ღამე ეძინა სასტუმროს ნომერში მის სხეულთან ერთად, რომელიც ახლად შეძენილ ჩემოდანში იყო ჩაყრილი. შემდეგ მამაკაცმა მისი სხეული საბარგულში დატოვა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ განაგრძობდა პოსტებს სოციალურ ქსელებში, რათა ეჩვენებინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

2021 წლის იანვარში ვედლერმა გამოთქვა შეშფოთება პუტინის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის და რუსეთის მთლიანობის გაძლიერების სურვილის გამო.