უილ სმიტის მუშტი კომიკოს კრის როკს – მსახიობს შესაძლოა ოსკარი ჩამოართვან

უილ სმიტის მუშტი კომიკოს კრის როკს – მსახიობს შესაძლოა ოსკარი ჩამოართვან

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა, მოგვიანებით კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზი როკის მიერ მსახიობის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის მისამართით ნათქვამი ხუმრობა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინოაკადემიას უფლება აქვს უილ სმიტი საკუთარი რიგებიდან გარიცხოს და ასევე გადაცემული ჯილდო ჩამოართვას.