სოხუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის  პრემიერა გაიმართა

სოხუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სპექტაკლის „სტუმარი“ პრემიერა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

სპექტაკლი ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა. მასში მონაწილეობდნენ მსახიობები ბადრი ბეგალიშვილი, ნათია ბუნტური, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ლილი ხურითი.