უილ სმიტს 10 წლით აეკრძალა  კინოაკადემიის ყველა ღონისძიებაზე დასწრება

უილ სმიტს 10 წლით აეკრძალა კინოაკადემიის ყველა ღონისძიებაზე დასწრება

ამერიკის კინოაკადემიამ 10 წლით აუკრძალა უილ სმიტს მათ ღონისძიებეში მონაწილეობა და დასწრება, მიზეზი კი მარტის ბოლოს ოსკარის წამყვანზე თავდასხმა გახდა, იტყობინება ასოციაციის პრესსამსახური.

„დღეს, საბჭომ (კინოაკადემიის-რედ) გადაწყვიტა 10 წლით, 2022 წლის 8 აპრილიდან, აუკრძალოს მისტერ სმიტს კინოაკადემიის ყველა ღონისძიებასა და პროგრამაში დასწრება, როგორც პირადად, ასევე ვირტუალურ ფორმატში. ეს ეხება,  ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას და არა მხოლოდ მას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სმიტმა საკუთარი ინიციატივით დატოვა კინოაკადემიის  რიგები.

ცნობისთვის: ბოლო ოსკარის დაჯილდოებაზე სმიტი  ავიდა სცენაზე და წამყვან კრის როკს სახეში გაარტყა ცოლზე არასათანადო ხუმრობის გამო. ამავე ცერემონიაზე მსახიობი ფილმში „მეფე რიჩარდ“ მთავარი როლისთვის დააჯილდოვეს. 

ჯილდოს   მიღებისას მან სტუმრებს ბოდიში მოუხადა თავისი საქციელის გამო. სმიტის ქმედებამ  კრიტიკის ტალღა გამოიწვია.