„სცემა, დახრჩობა სცადა და სექსუალურად იძალადა“ – ჰერდმა ჯონი დეპს თითი მოაჭრა?

„სცემა, დახრჩობა სცადა და სექსუალურად იძალადა“ – ჰერდმა ჯონი დეპს თითი მოაჭრა?

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა დეპის პირადმა ექიმმა, დევიდ კიპერმა.

კიპერის თქმით ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰერდმა ქმარს ბოთლი ესროლა, რომელიც დეპს ხელში მოხვდა. დეპმა დახმარებისთვის ექიმს მიმართა, დათვალიერების დროს კიპერმა აღმოაჩინა, რომ მსახიობს თითის ნაწილი აქვს მოჭრილი. თითის ნაწილი წყვილის პირადმა მზარეულმა იპოვა და საავადმყოფოში მიიტანა. დეპს თითის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება მოუწია.

ჰერდი ბოთლის ისტორიას უარყოფს. მსახიობის თქმით ქმარმა თითი დაუდევრობით თვითონ მოიჭრა. ასევე ჰერდი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს დეპმა სცემა, დახრჩობა სცადა და სექსუალურად იძალადა. კიპერის თქმით ჰერდი იმავე საღამოს იყო მოსული ქმართან ერთად საავადმყოფოში და ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

2018 წელს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მოგვიანებით გამოცემამ The Sun დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა.

დეპმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია – $50 000 000მოითხოვა. 2020 წელს ლონდონის სასამართლომ მსახიობს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ტაბლოიდში გამოქვეყნებულ სტატიასა და დეპის ყოფილი ცოლის, მსახიობ ამბერ ჰარდის ბრალდებებს სკანდალი მოჰყვა, რომელსაც დეპის კარიერა შეეწირა. მსახიობი დაითხოვეს ფანტასტიკური ცხოველების გადასაღები მოედნიდან, ასევე ამერიკულ Netflix-ზე გაქრა დეპის ფილმები.

დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ახალი სასამართლო სარჩელი შეიტანა, მოგების შემთხვევაში ჰერდს მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის თქმით, ჰერდთან ურთიერთობაში ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.