ზელენსკის ცნობილი ჟაკეტი ლონდონში  90 000 ფუნტად გაიყიდა

ზელენსკის ცნობილი ჟაკეტი ლონდონში 90 000 ფუნტად გაიყიდა

ლონდონში, აუქციონზე უკრაინისთვის სახსრების მოსაზიდად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი სამხედრო სტილის ჟაკეტი 90 000 ფუნტად გაიყიდა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტენდერის დაწყებამდე მოითხოვა, დიდი ფასების დაწესება. მისი თქმით, ეს საქონელი უნდა ღირდეს 50,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი.

აუქციონის დროს ზელენსკი სიტყვით გამოვიდა, ის ვიდეოთი ჩაერთო და და შეაქო ბრიტანეთი და “მამაცი ბორისი”, რომელიც მას კიევში ეწვია.

აუქციონზე, რომელიც Christie’s-მა გამართა, სხვა ლოტებიც წარადგინეს, კერძოდ, ჯონსონისთვის ნაჩუქარი მამლის, რომელიც მას უკრაინის დედაქალაქში ზელენსკისთან ერთად სეირნობისას ახალგაზრდა გოგომ გადასცა.