ვარსკვლავური ოჯახი დაინგრა

ვარსკვლავური ოჯახი დაინგრა

კოლუმბიელმა მომღერალმა და მოცეკვავემ შაკირამ 11 წლიანი სამოქალაქო ქორწინების შემდეგ, სავარაუდოდ, წერტილი დაუსვა ურთიერთობას ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან.  ვარსკვლავმა ვერ გაუძლო საყვარელი ადამიანის სისტემატურ ღალატს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანურენოვანი გამოცემა  El Periodico-ს ინსაიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილებაზე გავლენა არ იქონია იმ ფაქტმა, რომ წყვილს ორი შვილი და ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობის ისტორია აქვს.  

ოჯახის ახლო მეგობრის თქმით, წყვილი  ურთიერთობაში მწვავე კრიზისს განიცდის და თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს. მიზეზი სპორტსმენის ღალატი და მისი გართობებია ღამის კლუბებში სხვადასხვა გოგოსთან. 

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ შაკირა და პიკე რამდენიმე კვირაა უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ. ფეხბურთელი, ბარსელონის ბინაში გადავიდა და მისი ვაჟები დედასთან დარჩნენ. 

ჟერარდ პიკემ და შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს,  მომღერლის სიმღერის  Waka Waka-ს კლიპის ჩაწერაზე, ერთი წლის შემდეგ მომღერალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან ურთიერთობაში იყო.