დემი მურმა 13 წლით პატარა შეყვარებულთან ერთად პირველი სურათი გაავრცელა

დემი მურმა 13 წლით პატარა შეყვარებულთან ერთად პირველი სურათი გაავრცელა

ჰოლივუდის მსახიობმა დემი მურმა სრული იდილია აჩვენა ფოტოზე ახალ საყვარელთან, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსია.

“Ghost” ვარსკვლავი ბედნიერი ჩანს რესტავრატორ დენიელ ჰემთან ახალ ურთიერთობაში.

მსახიობის რომანის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი და ახლა დემი მურმა პირველად აჩვენა ერთობლივი ფოტოები თავის რჩეულთან.

ჰოლივუდის მსახიობმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 46 წლის დანიელთან ერთად ვერსალის სასახლის ბაღში სეირნობისა გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.

59 წლის დემი რჩეულზე 13 წლით უფროსია, მაგრამ როგორც ჩანს, ამას წყვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ მსახიობის გარეგნობის შურს ახალგაზრდა გოგონებსაც კი შეუძლიათ.