UFC-დან გარიცხული უკრაინელი მებრძოლი: მიზეზი გასაკვირია

UFC-დან გარიცხული უკრაინელი მებრძოლი: მიზეზი გასაკვირია

შერეული საბრძოლო ხელოვნების უკრაინელი მებრძოლი ასკარ მოჟაროვი UFC-დან გარიცხეს.

ივნისის დასაწყისში უკრაინელმა შერეული სტილის მებრძოლმა მოჟაროვმა დებიუტი შეასრულა UFC-ში. პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა ალონცო მანიფილდთან. როგორც გაირკვა, ეს იყო მისი ბოლო ბრძოლა ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ჩემპიონატში.

UFC სპორტსმენის გაძევების შესახებ Twitter-ზე იუწყება.

როგორც ირკვევა, ბრძოლის წინა დღეს უკრაინელი თაღლითობაში გამოიკვეთა. ცნობილი გახდა, რომ მოჟაროვი ჩინეთში არტურ სადკოვის სახელით გამოდიოდა. მან გადაწყვიტა დაემალა თავისი სამწუხარო სტატისტიკა, შეეცვალა სახელი და უკეთესი კონტრაქტი გაეფორმებინა UFC-თან.

27 წლის მოჟაროვი ოდესაში დაიბადა. 2014 წლიდან პროფესიონალურ დონეზე გამოდის შერეულ ორთაბრძოლებში.