,,მის ბრაზილია” ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

,,მის ბრაზილია” ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

ბრაზილიის სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი ბოლო გამარჯვებული, 27 წლის გლეისი კორეია, ტონზილიტის ოპერაციის შემდეგ გართულებების შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება გამოცემა G1.

„გლეისი კორეია გარდაიცვალა გულის გაჩერებისა და ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო სისხლდენით“, – ნათქვამია გამოცემაში სასამართლო ექსპერტიზის დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ გარდაცვალების მიზეზი ორი თვის წინ ტონზილიტის ოპერაციის შემდგომი გართულება გახდა. ოპერაციიდან ხუთი დღის შემდეგ გოგონას უხვი სისხლდენა დაეწყო და გულის გაჩერება დაემართა.

საავადმყოფოში, სადაც ის გადაიყვანეს, იგი კომაში ჩავარდა და გონს გარდაცვალების დღემდე არ მოსულა.