როგორ შევაჩეროთ ცხვირის და ყურების ზრდა – მარგარიტა კანაგრაის რჩევები

როგორ შევაჩეროთ ცხვირის და ყურების ზრდა – მარგარიტა კანაგრაის რჩევები

Fashiontime-ის სტუმარი გახლავთ კოსმეტოლოგ-ტექნოლოგი, მედიცინის მუშაკი მარგარიტა კანაგრაი, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ კლინიკში მუშაობდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, მას მოუწია საკუთარი ქვეყნის დატოვება და საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა.

მარგარიტა კანაგრაი უკვე „კესანეს“ მომხმარებლებს უზიარებს თავის გამოცდილებას და მკითხველს სასარგებლო რჩევებს აძლევს. აღსანიშნავია, რომ „იმიჯ ცენტრ“ „კესანეში“ მუშაობენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც იძულებით მოუწიათ საკუთარი სამშობლოს დატოვება და საქართველოში გადმოსვლა. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა მათზე მოგვიანებით გიამობთ.

მარგარიტა კანაგრაი:

_ ძალიან მომწონს საქართველო, იგი კოლორიტული ქვეყანაა, გაოცებული ვარ თქვენი ერით, ხელგაშლილობით, კეთილშობილებით, მართლაც საოცარი ხალხი ხართ.

                                                „ბანტი“ ტუჩი

_ კოსმეტოლოგია ძალიან ჩქარი ნაბიჯებით ვითარდება. ჩვენი მომხმარებლები პირველ რიგში ითხოვენ იმას, რასაც ვარეკლამებთ, მაგალითად: ტუჩის კონტურულ კორექციას, _ ყველას უნდა, ჰქონდეს „ბანტი“ ტუჩი,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  ჩვენ ყველა კლიენტს ერთნაირ ტუჩებს ვუკეთებთ, _ ყოველთვის ვაკვირდებით კლიენტების ტემპერამენტს, სახის მოყვანილობას, რადგან არსებობენ კლიენტები, რომლებიც ძალიან მოკრძალებულები არიან და ითხოვენ ე. წ. ბანტი ტუჩის გაკეთებას, ამ დროს კოსმეტოლოგი ხვდება, რომ ასეთი კლიენტი მსგავსს ტუჩს ვერ შეეგუება, რადგან მას არ აქვს საკმარისი ემანსიპაცია და დამალავს ტუჩებს, აღარ მოეწონება საკუთარ თავზე და ვერ გაითავისებს, ამიტომ აქ ერთვება ფსიქოლოგი და კოსმეტოლოგთან ერთად უხსნის კლიენტს, თუ რა მოუხდება მას მისი სახის ნაკვთებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ვაკეთებთ იმას, რაც კლიენტს სურს. ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიას, ვიმაღლებთ ჩვენს კვალიფიკაციას და ვაკეთებთ საუკეთესოს, რათა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კლიენტთა რაოდენობა და არ დავკარგოთ ხარისხი და რეპუტაცია.

გარეგნობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ 25 წლის ასაკიდან

_ რაც შეეხება რჩევებს, პირველ რიგში ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს, _ დაბერდეს ბუნებრივი გზით, თუ შეაჩეროს დაბერების პროცესი და გამოიყურებოდეს თავის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად. უკანასკნელის შემთხვევაში, გარეგნობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ 25 წლის ასაკიდან, რადგან სწორედ ამ ასაკიდან იწყება დაბერება. არის შემთხვევები, როცა ადამიანი 25 წლისაა, არ აქვს ნაოჭი და ამიტომ ირჩევს ბუნებრივ დაბერებას, მაგრამ ხდებიან 30-33 წლისები, უჩნდებათ ნაოჭი და მორბიან კოსმეტოლოგთან, მაგრამ დრო დაკარგულია, ამიტომ უმჯობესია 25 წლიდან პროფილაქტიკა.

თუ შევადარებთ კოსმეტოლოგიას მოსკოვსა და საქართველოში, მოსკოვში ტექნოლოგია შედარებით წინ არის წასული და დაახლოებით 5 წლით ჩამორჩება საქართველო მოსკოვს. მოსკოვში გამოიყენება უფრო ძვირიანი პრეპარატები, საქართველოში კი საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი დაბალი ფასის მედიკამენტები. ასევე გვაქვს ძვირიანი მედიკამენტები, მაგრამ ძალიან ცოტაა მისი მომხმარებელი.

ჩვენს სალონში გთავაზობთ საშუალო და მაღალი დონის მედიკამენტებს, რომ ნებისმიერი ფენის კლიენტის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მამაკაცია დაინტერესებული კოსმეტოლოგიით და უვლის თავს. ისინი უფრო მეტად ერკვევიან კოსმეტოლოგიაში, ვიდრე მოსკოვში. ქართველი მამაკაცები უვლიან თავს და ეს ძალიან კარგია და შესაქები.

იმისთვის, რომ კანი იყოს ჯანმრთელი და გამოიყურებოდეს მოვლილი, ამისთვის კოსმეტოლოგთან ვიზიტი საჭიროა თვეში 1-2-ჯერ. ეს იგივეა, რომ შეიჭრა თმა, გაიკეთო მანიკიური, მოუარო ფრჩხილებს, ასევე უნდა კანს მოვლა და ეს ხდება 30 დღეში ერთხელ. თვეში ერთხელ უნდა იწმინდებოდეს სახე და იტარებდეთ პროცედურებს. ეს არის მინიმუმი.

გვაქვს ძალიან ბევრი პროცედურა, მაგალითად, პერმანენტული მაკიაჟი, მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ ძვირიანი გერმანული პერმანენტული მაკიაჟის გასაკეთებელი მანქანა. გვაქვს თავის მოვლის ყველა საშუალება, საინექციო მედიკამენტები, პროცედურები, დაწყებული კონტურული პლასტიკიდან, დამთავრებული მეზოთერაპიით, ბიორევიტალიზაციით, აპარატული კოსმეოლოგიით. ჩვენი აპარატურა არ არის ჩინური, ის კორეიდან და ისრაელიდანაა, საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს, მათი ქონა ჩვენთვის საამაყოა.

                               როგორ შევაჩეროთ ცხვირის და ყურების ზრდა

_ ვინაიდან ცხვირი და ყურები მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება, ბოტოქსის საშუალებით შეგვიძლია შევაჩეროთ ზრდის პროცესი, მოსკოვში ძალიან პოპულარულია ეს პროცედურა. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენთან ცხვირის გამო ძალიან ბერვი კლიენტი მოდის, ყველაზე მოთხოვნადია ცხვირის წვერის აწევა ე. წ. კურნოსა ცხვირი, ამას ვაკეთებთ ფილერის გარეშე, რადგან ფილერი ცხვირის მოცულობას ზრდის, ამ პროცედურას ვაკეთებთ ძაფებით და ბოტოქსის საშუალებით ვაჩერებთ ზრდის პროცესს. ეს ყველაზე პოპულარული პროცედურაა საქართველოში.