ბრაზილიელი მოდელი ხარკოვის  ბუნკერში გაიგუდა

ბრაზილიელი მოდელი ხარკოვის  ბუნკერში გაიგუდა

ბრაზილიელი მოდელი ტალუტა  დო ვალე, რომელიც უკრაინაში  რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ სნაიპერად იბრძოდა 30 ივნისს ქალაქ ხარკოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.  ამის შესახებ მისმა ოჯახმა განაცხადა. მისმა ძმამ ტეო როდრიგო ვიეირამ ბრიტანულ გაზეთს “Daily Mail” უამბო,  39 წლის დის,  გარდაცვალების საშინელი გარემოებები. 

„იყო მრავალმხრივი  შეტევები და ბატალიონი გაიყო. ტალიტა გაიქცა ბუნკერში, რომელსაც  რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ცეცხლის ალში ჩაეფლო,  ტალიტა მასში დაიხრჩო“- უამბო ჟურნალისტს დაღუპულის ოჯახის წევრმა.  

ბრაზილიელი  უკრაინაში მხოლოდ სამი კვირის წინ გაემგზავრა, სანამ ქალაქ ხარკოვში გადავიდოდა, ოჯახს  ყოველდღე წერდა, ფრონტის ხაზზე აქტიურობდა, როგორც მაშველი და სნაიპერი. 

წარმოშობით რიბეირაო პრეტოდან,  სამხრეთ ბრაზილიიდან იყო.  ტალიტა დო ვალე იყო მოდელი და მსახიობი ახალგაზრდობაში, სანამ სამართალს ისწავლიდა  და საქველმოქმედო ორგანიზაციებში დაიწყებდა მუშაობას. 

მოგვიანებით ის შეუერთდა ერაყში ქურთულ ფეშმერგას ძალებს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლებში, სწორედ  იქ დაეუფლა  სნაიპერობასაც.