დევიდ ბექჰემი უიმბლდონზე დედასთან ერთად მივიდა

დევიდ ბექჰემი უიმბლდონზე დედასთან ერთად მივიდა

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე დაბრუნდნენ პარიზიდან, სადაც გაატარეს განსაკუთრებული დღე – ქორწილის 23 წლისთავი.

წყვილმა ინსტაგრამის ბლოგებზე აჩვენა, თუ როგორ ისადილეს რესტორანში, რომელიც ეიფელის კოშკს გადაჰყურებს.

რომანტიკული მოგზაურობა დასრულდა და გუშინ დევიდი ფოტოგრაფებმა ლონდონის უიმბლდონზე დააფიქსირეს, სადაც ის ჩოგბურთის ტურნირის საყურებლად მივიდა.

47 წლის ფეხბურთელი 73 წლის დედასთან სანდრასთან ერთად მივიდა სტადინზე. ისინი სამეფო ლოჟაში ისხდნენ.

ბექჰემი ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა და ეცვა ყავისფერ ქურთუკი, თეთრ ზოლიან პერანგში, ყავისფერ ჰალსტუხი წერტილოვანი პრინტით და რძის ფერის შარვალში.

ხელში მობილური ტელეფონი და მზის სათვალე ეჭირა, ყოფილი ფეხბურთელის თითზე კი ორი ბეჭედი შენიშნეს პაპარაცებმა, ადრე დევიდს ასეთი აქსესუარებით არ ახასიათებდა, მედია ვარაუდობს, რომ ​​ალბათ ეს მისი ქალიშვილის საჩუქარია, რომელიც მას უსაზღვროდ უყვარს.