ბრედ პიტმა 40 მილიონი დოლარის სასახლე იყიდა

ბრედ პიტმა 40 მილიონი დოლარის სასახლე იყიდა

ბრედ პიტმა 1918 წელს აშენებული 40 მილიონი დოლარის სასახლე იყიდა, რომელიც  მწერალ დ.ლ. ჯეიმსს ეკუთვნოდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემები იტყობინებიან. სახლი, რომელიც 58 წლის მსახიობმა შეიძინა, კალიფორნიაში კარმელ როკზე მდებარეობს და ყველაზე ძვირად ითვლება შტატში. 

ისტორიული სასახლე, რომელიც ცნობილია როგორც Seaward, აშენდა 1918 წელს მე-20 საუკუნის ხატოვანი არქიტექტორის ჩარლზ სამერ გრინის მიერ მწერალ დანიელ ლუის ჯეიმსისთვის. 

სახლის ექსტერიერზე რთული აგურის ნაკეთობა არქიტექტორმა საგულდაგულოდ დაამზადა, რომელსაც სურდა სახლი შეერწყა კლდოვან სანაპირო ზოლთან. სახლის ინტერიერი ხელნაკეთ სტილშია შესრულებული – არის ბევრი ხე, თაღოვანი ფანჯრები, ბუხარი და ანტიკვარული ავეჯი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები აღფრთოვანებულები არიან ცნობილი ადამიანების ახალი მეზობლით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკულტო სახლი წლების განმავლობაში ცარიელი იყო.