მის არგენტინამ და მის პუერტო-რიკომ იქორწინეს

მის არგენტინამ და მის პუერტო-რიკომ იქორწინეს

2020 წლის მის ინტერნეიშენელის მონაწილეებმა, მარიანა ვარელამ და ფაბიოლა ვალენტინმა იქორწინეს.

ვარელა კონკურსზე არგენტინის სახელით გამოდიოდა, ველენტინ კი – მის პუერტო-რიკოს. ორივე მათგანი კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვდა.

მარიანა ვარელა და ფაბიოლა ვალენტინი 28 ოქტომბერს დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილის აღსანიშნავი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.