პირველი ქართველი მოდელი Vogue-ის გარეკანზე – გაიცანით მატილდა გვარლიანი

პირველი ქართველი მოდელი Vogue-ის გარეკანზე – გაიცანით მატილდა გვარლიანი

მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი 2022 წელს მაღალი მოდის ისეთი ბრენდების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა: Fendi, Dolce&Gabbana, Chanel, Ralph Lauren, Louis Vuitton და სხვები. 

ამასთან, მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Zara-ს ახალი კამპანიის ფარგლებში ლეგენდარული ფოტოგრაფის სტივენ მეისელის ობიექტივში მოექცა. 

მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი სეზონის ბოლოს Models.com-მა ტოპ ახალბედასახეებს შორის დაასახელა.

ამჯერად მატილდა “Vogue ნიდერლანდები”-ის 2022 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზეა.

სტილისტი: @nancysteemanstyling
თმის სტილი & Makeup არტისტი @magdalenaloza
პროდიუსერი: @leahzonnevel

ინფორმაციას okmagazine ავრცელებს