„72 საათი“ – თბილისში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად კინოფესტივალი გაიმართა

„72 საათი“ – თბილისში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად კინოფესტივალი გაიმართა

„72 საათი“ ასეთია მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის სახელწოდება, რომელიც თბილისში, პუტინის რეჟიმს გამოქცეულმა მოქალაქეებმა გამართეს.

„სილენსიო“ ეს იყო თემა, რომელზეც მონაწილეებს მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა გადაეღოთ, რისთვისაც მათ მხოლოდ 72 საათი ჰქონდათ მიცემული.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოლეგ სტრუჩკოვი fashiontime– თან საუბარში აცხადებს, ის საქართველოში უკვე თვეზე მეტია იმყოფება და მთლი ამ დროის მანძილზე ფიქრობდა იმაზე თუ რა გაეკეთებინა, რათა ამით იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, როგორც თავად ამბობს დიდხანს არ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, რომ უკრაინიდან გამოქცეულ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს.

„მთავარი ფინანსური ნაწილი ჩვენზე, ორგანიზატორებზე იყო, რაც შეეხება მონაწილეებს მათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი შემოიტანეს ამ ყველაფერში. შემოსული თანხა მთლიანად გადავურიცხეთ ფონდ „მოწყალებას“, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს, იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვინც ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფესტივალის იდეა 10 ოქტომბერს გამიჩნდა, მივხვდი რომ ასე უქმად ვერ ვიჯდებოდი და რაიმე სასარგებლო უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობ რომ პირველი ნაბიჯებისთვის, საკმაოდ წარმატებული იყო, რადგანაც იმაზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ვიდრე ამას ველოდით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა გავაგრძელოთ, რადგანაც საქართველო ამის საშუალებას იძლევა, თუმცა გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველიო ჩაერთოს პროექტში, რადგანაც ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერები არიან, გარდა ამისა ვგეგმავთ, რომ ვიმუშაოთ ფილმზე, თუმცა რა შინაარსის იქნება, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა პირობას ვდებ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის ექსკლუზიურად გახდება ცნობილი“, – განაცხადა სტრუჩკოვმა.