Disney „პრინცესას დღიურების“ მესამე ნაწილზე მუშაობს

Disney „პრინცესას დღიურების“ მესამე ნაწილზე მუშაობს

სტუდია Disney პოპულარული ფილმის „პრინცესას დღიურების“ მესამე ნაწილზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ირკვევა, რომ ის ფრანშიზის პირველ ორ სურათში მოთხრობილ ამბავს გააგრძელებს და გამოგონილი სამეფოს – ჟენოვიას პრინცესა მიას მორიგ თავგადასავლებს გვიჩვენებს. პროექტის სცენარისტი ადრიტა მუქერჯია.

ცნობისთვის: მეგ კაბოტის რომანზე დაფუძნებული „პრინცესას დღიურები“ 2001 წელს გამოვიდა.