შერონ სტოუნი წულის კაბაში – მოდის ექსპერტებმა მას სენსაციური უწოდეს

შერონ სტოუნი წულის კაბაში – მოდის ექსპერტებმა მას სენსაციური უწოდეს

შერონ სტოუნი საუდის არაბეთში „წითელი ზღვის“ საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა.

ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 64 წლის ვარსკვლავი ღია ფერის წულის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ფენებად იყო დაყოფილი და მას ულამაზესი საყელო ასრულებდა.

ამ კაბას მოდის ექსპერტებმა სენსაციური უწოდეს, რადგან სტოუნმა მართლაც ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.

ცნობისთვის: 10-დღიანი ფესტივალის ფარგლებში 61 ქვეყნიდან 131 ფილმი იყო ნაჩვენები.