მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Spotify-ის რეკორდი დაამყარა

მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Spotify-ის რეკორდი დაამყარა

მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერა გახდა. ამის შესახებ People-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში სიმღერას პლატფორმაზე 100 მილონზე მეტი მოსმენა ქვს. Spotify-ს Twitter-ზე კი ამ ფაქტის აღსანიშნავი პოსტი გამოქვეყნდა, ტექსტით „შეუძლია თვითონ იყიდოს ყვავილები და თვითონ დაამყაროს რეკორდები. Flowers-ი Spotify-ს ისტორიაში კვიი განმავლობაში ყველაზე მეტი მოსმენის მქონე სიმღერა გახდა“.

საირუსი Spotify-ის პოსტს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიას, ასევე თავის ფანებს. საირუსმა სინგლი ყოფილ მეუღლესთან, ლიამ ჰემსვორთთან ურთიერთობას მიუძღვნა და მისსავე დაბადების დღეზე გამოაქვეყნა.