Top Models Of The World 2023-ზე საქართველო Top ათეულში შევიდა და თაკო კალანდაძე ,,მის შარმი” გახდა

Top Models Of The World 2023-ზე საქართველო Top ათეულში შევიდა და თაკო კალანდაძე ,,მის შარმი” გახდა

ეგვიპტეში მიმდინარე Top Models Of The World 2023-ზე, რომელიც 20 თებერვალს დაიწყო, საქართველოს წარმომადგენელი, თამარ (თაკო) კალანდაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. Georgian Sky Angels-ის მოდელი პირველ ათეულშია და ტიტული „მის შარმი“ ერგო წილად.

Top Models Of The World 2023 ფინალი სამ მარტს გაიმართა. კონკურსში 43 ქვეყანაზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

გასულ წელს, სამოდელო სააგენტომ – Georgian Sky Angels, საქართველოში პირველად ჩაატარა კოპნკურსი Miss angel 2022. კონკურსის მონაწილე, თამარ კალანდაძე პირველი ვიცე Miss angel 2022 გახდა.

„ვერ აღვწერ ემოციას, რომელიც ამ გამარჯვებამ მომიტანა. ის, რომ გავიცანი უამრავი ადამიანი და მივიღე უდიდესი გამოცდილება, არაფერია, მთავართან შედარებით – შევიძინე, მეორე ოჯახი იმ გუნდის სახით, რომელსაც ნინო ქორთოშიძე ხელმძღვანელობს. Georgian Sky Angels („საქართველოს ცის ანგელოზები“), ყოველთვის ჩემს გვერდითაა. მთელი გუნდი ცდილობს გამამხნევოს, რაც მოტივაციას მიმაღლებს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ნინო ქორთოშიძე თავისი დაუღალავი შრომით, ცდილობს რაც შეიძლება მაღალხარისხიანი შედეგი დაიდოს, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ამ სააგენტოს ანგელოზებისთვის, არის სტიმული და იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოს სახელი რაც შეიძლება ხშირად ისმოდეს, რაც შეიძლება მაღლა ფრიალებდეს ჩვენი სამშობლოს დროშა”, – განაცხადა თაკო კალანდაძემ.