„ომმა უკრაინაში გაამძაფრა ჩემი წარსული ტკივილი, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ“ – დემნა გვასალია

„ომმა უკრაინაში გაამძაფრა ჩემი წარსული ტკივილი, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ“ – დემნა გვასალია

The New Yorker-ი ქართველ დიზაინერზე დემნა გვასალიაზე სტატიას აქვეყნებს.

„ბალენსიაგას 2022 წლის ზამთრის შოუს შესახებ დემნამ დაწერა: „ომმა უკრაინაში გაამძაფრა ჩემი წარსული ტკივილი, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ“. ჩვენების დასაწყისში მან უკრაინელი მწერლის, Oleksandr Oles-ის ლექსი წაიკითხა. “ჩვენ საშინელ სამყაროში ვცხოვრობთ და მოდა ამის ანარეკლია,“ – თქვა დემნამ. ”თუ შოუ იწვევს ამ შიშს ან ტერორს, ეს ნიშნავს, რომ ჩემი საქმე წარმატებით შევასრულე.“

დემნას ნამუშევრებში არსებული სტრესი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი ცინიკურ ინტერპრეტაციას სძენს, ხშირად მტკივნეული და პირადია.

მისი ნამუშევრები ამტკიცებს, რომ თბილისი, საქართველო – ან/დაც ნებისმიერი ადგილი – შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს შემოქმედებითი წარმოსახვისთვის, ვიდრე სტილის კერპი –  ტალითა გეთი. 

დემნა თავის ოჯახთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად 21 წლის ასაკში გადავიდა, მას მერე უკან აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ამბობს, რომ ღრმა კავშირი აქვს ქართულ კულტურასთან, რომელსაც ხშირად აჩვენებს თავის საქმეში. მის 2019 წლის კოლექციაში, სამოსზე QR კოდი იყო დატანილი, რომლის დასკანერების შემდეგ, ის ავტომატურად გამისამართებდა ვიკიპედიის გვერდზე – „ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში.“