Rare Beauty – სელენა გომესმა თავისი სილამაზის ბრენდი შექმნა

Rare Beauty – სელენა გომესმა თავისი სილამაზის ბრენდი შექმნა

Rare Beauty არის კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც პოპ ვარსკვლავს სელენა გომესს ეკუთვნის.

ჯასტინ ბიბერთან დაშორების შემდეგ, სელენას კარიერამ აღმასვლა განიცადა. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ვარსკვლავი მაინც ახერხებს და დღეს ინსტაგრამზე ყველაზე განხილვადი ქალია რეკორდული რაოდენობის გამომწერებით. მას აქვს საკუთარი კულინარიული შოუ, წერს ალბომებს და დამყარებული აქვს გინესის 16 რეკორდი.

2020 წელს გომესი ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში დასახელდა. ამჟამად მისი ქონება 95 მილიონი დოლარია და სავარაუდოდ, მალე გაიზრდება, რადგან მომღერლის მიერ, 2020 წელს დაარსებული კოსმეტიკის ბრენდი Rare Beauty დღითი დღე პოპულარული ხდება.

მოტივაცია Rare Beauty-ის მიღმა

გომესს 2015 წელს 8 მარტს ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს. გამოჯანმრთელების პროცესი მოიცავდა დიდი ხნით რეაბილიტაციას. თუმცა, 2016 წელს ლუპუსის ძლიერი გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, რაც მოიცავდა შფოთვას და დეპრესიას. 2017 წელს სელენას თირკლმლის გადანერგვა დასჭირდა, რასაც 2018 წელს მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა. მოგვიანებით გომესს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზიც დაუსვეს.

მთელ ამ პერიოდში სელენა გომესს მოუწია დაეტოვებინა სოციალური მედია. თუმცა, მიუხედავად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვისა, იმედს არ კარგავდა და საზოგადოებაში საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა თავის გასაჭირზე.

მისი თქმით, სწორედ ამდენწლიანმა ტანჯვამ უბიძგა რაღაც ახალი შეექმნა და 2020 წლის სექტემბერში, გამოუშვა საკუთარი ვეგანური კოსმეტიკური ბრენდი, Rare Beauty.

Rare Beauty-ის მთავარი დევიზია ქალების გათავისუფლება სილამაზის არარეალური სტანდარტებისა და საზოგადოების იმიჯის ბორკილებისაგან. Rare Beauty ხაზს უსვამს საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობას. ის აწარმოებს კოსმეტიკას, რომელიც მიდრეკილია მბზინავი, ბუნებრივი მაკიაჟისკენ.

Rare Beauty-ის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ტონალური კრემის 48 ასორტიმენტს, ტუჩის კრემებს, წარბების ტონერს, თხევად რუჟს და ტუჩის ბალზამს. ყველა პროდუქტი იწარმოება ვეგანურ პროცედურებში და შეფუთვაც კი ხორციელდება ტყის მეთვალყურეობის საბჭოს მიერ დამოწმებული გადამუშავებადი მასალის გამოყენებით.

ბაზარზე გამოსვლიდან ხუთი თვის განმავლობაში Rare Beauty-მ 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ბრენდმა პირობა დადო, რომ გაყიდვების 1%-ს შემოწირავს ფონდებს.

2021 წლის მაისში Rare Beauty-მა გამართა კამპანია სახელწოდებით Mental Health 101, რომელიც ასევე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვე. ბრენდის წარმატების მთავარი გასაღები არის მისი პროდუქციის ხარისხი და ის, რომ სელენას თაყვანისმცემლების უმეტესობა ეკუთვნის Gen Z-ს.

დღეის მდგომარეობით Rare Beauty გახდა მე-8 ყველაზე წარმატებული სილამაზის ბრენდი მისი ამოქმედების შემდეგ და თავისი არაჩვეულებრივი მარკეტინგით.

წყარო: therichest.com