დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაიცვალა

დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაიცვალა

მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. იგი რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.