ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფრანგული ძვირფასეულობის ბრენდის, Cartier-ის სახე გახდა, ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდმა ინსტაგრამზე გაავრცელა.

სამკაულებისა და საათების სახლის განცხადებით, ისინი ამაყები არიან, რომ მათი ბრენდის საერთაშორისო ელჩი „გამოჩენილი და ცნობილი, თანამედროვე კლასიკური ხელოვანი“ გახდა.

„ჩემთვის დიდი პატივია ლეგენდარული ფრანგული სახლის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩად დასახელება. Cartier ოქროს პროპორციას იცავს გლამურსა და მინიმალიზმს შორის. ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ ხელოვნებასა და კულტურაში და ვიზეიმებთ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას არათანასწორობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.